kompaniis Sesaxeb

შპს „თბილცემენტ გრუპ“ დაარსდა 2011 წლის ივნისსში, კომპანია შეიქმნა შპს „თბილცემენტის“ ბაზაზე, როელიც 2001 წელიდან მოღვაწეობს სამშენებლო მასალების ბიზნესში, მას ბეტონისა და ცემენტის წარმოების დიდი გამოცდილება აქვს.

ოპერირების საწყის ეტაპზე კომპანია ახდენდა სომხური ცემენტის იმპორტს და ქონდა ერთი საფქვავი წისქვლი პროდუქტის დასამუშავებლად. მომხმარებლების ზრდასთან ერთად „თბილცემენტმა“ გააფართოვა საწარმოო სიმძლავრეები, შეიძინა ტერიტორია დაბა ზაჰესში და აამუშავა დამატებით ორი წისქვილი. 2003 წლიდან პროცესებს დაემატა ბეტონის საწარმოებელი კვანძიც და შესაძლებელი გახდა ცემენტთან ერთად ბეტონის რეალიზაციაც. პროდუქტის მაღალმა ხარისხმა მალევე დაუმკვიდრა კომპანიას სანდო პარტნიორის სახელი მომხმარებლებში, ეს პროცესი დღემდე გრძელდება.

2007 წლიდან „თბილცემენტმა“ იჯარით აიღო მუხრანისა და ვარიანის კარიერები ბალასტის მოსაპოვებლად. ამ ბუნებრივი მასალის დამუშავებისგან მიღებული ქვიშა და ღორღი გამოიყენება ბეტონისა და ცემენტის საწარმოებლად.

2007 წელს თბილცემენტმა მიიღო ISO 9001:2008 სერთიფიკატი

კომპანიამ 2009 წელს ბეტონის კვანძი დაამონტაჟა ფოთში და ახალი კარიერი შეიძინა ნატანებში, სადაც ქვიშა–ღორღის მოსაპოვობელ–სამსხვრევი დანადგარია დამონტაჟებული. ამერიკული(TEREX) ტექნოლოგია, რომელსაც “თბილსემენტ გრუპ” იყენებს უმაღელის ხარისხის პროდუქტის შექმნის საშუალებას იძლევა.

წარმატება განაპირობა ასევე იმანაც, რომ კომპანია თავად ფლობს ყველა საჭირო ტექნიკას რაც წარმოება–მომსახურების პროცესში გამოიყენება. აქვს ასევე თანამედროვე ლაბორატორია, სადაც პროდუქციის ხარისხი მოწმდება საათში ერთხელ. ლაბორატორიული შემოწმების მეთოდები უზრუნველყოფს სარეალიზაციოდ გამზადებული პროდუქციის მუდმივ კონტროლს და მომხმარებელთათვის უმაღლესი ხარისხის გარანტიას იძლევა.

ქარხანა განთავსებულია მცხეთის რაიონ, დაბა ზაჰესში. მისი საწარმოო სიმძლავრეები მომხმარებელთა სრულად დაკმაყოფილების საშუალებას იძლევა. ბეტონის წარმოება საათში 120 კუბს აღწევს, ხოლო ცემენტისა 14 ტონას აჭარბებს. ტვირთმზიდი მანქანები, ბეტონის ჩასასხმელი ტუმბოები და ტრაქტორები სრულ მზადყოფნაშია 24 საათიანი მუშაობისათვის.

menejmenti

პავლე ლოლაძე

დირექტორი

ვაჟა მანაშეროვი

გენერალური დირექტორი

კომპანიის მენეჯმენტი შედგება ახალგაზრდა გუნდისგან, რომელიც ორიენტირებულია რაციონალურად მართოს არსებული რესურსები და ხელი შეუწყოს მის მომავალ განვითარებას, რასაც სწორად დაგეგმილი პროცესებითა და ორეპაციებით ახორციელებს.